დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

4.2.10

ავთანდილ ბურდული - "უჩინარი" ოსტატი


 
ახლა მე ვფიქრობ სასაფლაოზე,

მთაზე რომ მოჩანს ირმის ჯოგივით.....
თამაზ ბიბილური

«საფლავის ქვათა ოსტატები, განსხვავებით არქიტექტურულ ძეგლთა ავტორებისგან, თავის თავზე არავითარ მინიშნებას არ ტოვებენ...»
....სახელდობრ ვის? რა გვარ-სახელის კაცს ეპყრა ხელთ „ყრუ“ ქვის მჭრელი რკინის იარაღი ძნელი სათქმელია... - მათგან, ცოტა ვინმეს სახელი შემორჩა ხალხის ხსოვნასო.
«....ძველი მელექსეების დარად საფლავის ქვისმთლელები იუჩინარებენ თავს და ტოვებენ ანონიმურ ნიმუშებს, რომელთა მოხატულობა წრფელ აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ „დამთვალიერებელში“...
«... ამ ბოლო წლებში ქვის ოსტატთა ასერიგად გაიშვიათებულ ტრადიციას მისდევს და ინახავს მთიულეთის სოფელ არახვეთის მკვიდრი ავთანდილ ბურდული. მას სახელოსნო საკუთარი სახლის ლაფაროში აქვს მოწყობილი. ქვა, როგორც ამბობს, ჯვრის უღელტეხილის საბადოდან ჩამოაქვს. ადგილზე მოჭრილი ლოდების ტრანსპორტირება დღეს დიდ სიძნელეებთან აღარ არის დაკავშირებული. ტექნიკის დახმარებით ადვილად ხერხდება შავი მასალის სოფლამდე მიტანა...
ავთანდილ ბურდულის ნამუშევრები, ძირითადა, მთიულეთისა და გუდამაყრის სოფლების სასაფლაოებზეა დალაგებული... ქვათა უმრავლესობის უმთავრესი მხატვრული დეტალებია ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლო - ჯვარი და ფეხმოკეცილი ჭედილა. ნაღვარევის, სეფეს, მაქართისა თუ ფასანაურის სამაროვნებზე მოხვედრილი კაცი სხვათაგან იოლად გამოარჩევს არახვეთელი ქვისმთლელის ხელწერას...
ავთანდილის მამა-პაპანიც, გოგა, ვასილ და ილიკო ბურდულები, ამ ხელობის მიმდევარნი ყოფილან. მათი მშვენიერი ნამუშევრების სიმრავლით გამოირჩევა უხმაურო ხევის პირას მდებარე არახვეთის სამაროვანი...
ავთანდილ ბურდული წუხს იმის გამო, რომ მის მონატეშარს ქვასთან «საუბრის» სურვილი აღარ აქვს და ისევე, როგორც ბევრი რამ, ძველი საქართველო მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნოკულტურული ყოფის ეს ერთი სახიერად ზნეობრივი წახნაგიც თანდათან იშლება, ახაფრება და სანთლით საძებარი ხდება ქვითხურო, ვისაც ესმის ყადრი და მნიშვნელობა თავის წინამორბედთა დაუმადლებელი დანატოვარისა...»
მთიულეთში დღეს ავთანდილ ბურდულზე ამბობენ: ჭირისუფალი უამბობსო, როგორი იყო გარდაცლილი წუთუსოფელში და ავთო სწორედ მის შესაფერ საფლავის ქვას კვეთსო....
ოსტატ ავთო ბურდულზე და სხვა მრავალ “უჩინარ“ ოსტატზე მოგვითხრობს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც 2008 წლის ლიტერატურული პრემია «საბას» გამარჯვებული გახდა.
წიგნი-ალბომი „შენდობით მომიხსენიეთ“, ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის ავტორობით, 2007 წელს, ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრმა გამოსცა.
წიგნის რედაქტორი და მხატვარია თენგიზ მირზაშვილია.
ავტორებმა თავი მოუყარეს და ერთ წიგნში აკინძეს, ბარელიეფებითა და ეპიტაფიებით შემკულ, მხატვრული თვალსაზრისით უნიკალურ, ძველი ქართული მემორიალური კულტურის ნიმუშები - საფლავის ქვები.
როგორც ტალახში ჩავარდნილი მარგალიტს გაწმენდ და მზის შუქზე ელვარებას იწყებს, ისე, ამ საფლავის ქვების ფოტოგამოფენამ, საოცარ შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე და სათანადო შეფასებაც მოჰყვა:
«ღმერთო, ახლაღა მივხვდი, სად იწყებოდა ფიროსმანის უკვდავება, მის ღვთაებრივ სულს, გონებასა და თვალს ასეთი ეროვნული გენიალურობა (მაპატიოს ნიკალამ ეს „ხმამაღალი სიტყვა“) არ გამორჩებოდა.» - წერს შთაბეჭდილებათა წიგნში გივი შახნაზარი.
კიდევ ერთი:
«ძველთაგანვე ულამაზესი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს საფლავის ქვასთან, თუ გუთნის დედა იყო, ხარებს გამოჰკვეთავდნენ საფლავის ქვაზე, თუ მწყემსი იყო, ვერძს და, ასე, რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელში. ახლაც უამრავი ასეთი შედევრი - საფლავია შემონახული ძველ სასაფლაოებზე“ - წერს გოდერძი ჩოხელი.
აქვე მისი ფილმი - აღდგომა გამახსენდა... მისი გმირი, საფლავის ქვის მეშვეობით, ახერხებს წინაპრებთან გამოლაპარაკებას, ალბათ იმიტომ რომ საფლავის ქვა, (სამარე) შესვენებულისაც არის და ჭირისუფალისაც, ის სააქაოსიც არის და საიქიოსიც, და არა მარტო ორის... სამ-არე, სამ-აროვანი სიტყვა მეუბნება რომ, აქ უფალიცაა...

«ვინც დაჰკვირვებია, ის შეამჩნევდა, რომ, განგებით თუ შემთხვევით, სასაფლაოს ყოველგან საუკეთესო ალაგი აქვს დათმობილი» (ჭოლა ლომთათიძე). «ეს ის ადგილია, სადაც ჩვენს წინაპრებს, მამის სახლს აუჩენია ბინაო»
და ამ საფლავის ფერხთითა,
ცოლ-ქმრის სამარის ძირითა
უკვდავებისა წყარო დის
ძვირფასი ოქროს მილითა
ამ ადგილს ბულბული უმღერს
საღამოთი და დილითა...
ვაჟა- ფშაველა

ან კი, ამაზე კარგად როგორ იტყვი?
„ უკვდავებისა წყარო დის“...
სწორედ აქ, საფლავის ქვაზე ამოიკითხავთ იმედიან ეპიტაფიას:
....შენი ვარ,... მაცხონე...
 




 

 




წიგნი „შენდობით მომიხსენიეთ“ ავტორების ნებართვით მასალა მოამზადეს ქეთევან და ლალი ბურდულებმა






26.12.09

"ბურდულების შთამომავლობა" - კვალი ნათელი

ისინი, ვინც ჩვენთან აღარ არიან...
სახე პირველი
საპირწონეზე გადაწონის მტყუანს მართალი,
ბოროტ მახვილსაც გამოიყენებს კეთილი ხელი,
ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის,
კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე.
მურმან ქართველიშვილი
ამ ახალგაზრდას ლამაზ, ნიჭიერ და კეთილ ყმაწვილს ვეღარ შეხვდებით თბილისის ქუჩებზე. მისმა წასვლამ დიდი სევდა დაგვიტოვა, მაგრამ მას მთელი საქართველო იცნობს აი ამ მისი ქმნილებით.
მურმან ქართველიშვილის ლექსები
ასე იხსენებს მას თბილისი ინტერვიუ მურმან ქართველიშვილთან
"24 საათი " # 52, შაბათი, 11 მარტი, 2006 წელი
სად მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე? ძველი და ახალი თბილისელები ნანა ჭრელაშვილი
------------------------------------------------------------------------------------------------------- წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი ყვავილი მქონდა. წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი მამული მქონდა. წუთისოფელო, რად ჩამიქრე, მე სიყვარულის ცეცხლი რომ მქონდა. რატომ გამძარცვე ყველაფრისგან, მე ხომ რაც მქონდა, ღვთისათვის მქონდა. ამ ქვეყანაზე, ნუთუ მართლა სულ შენი იყო ყველაფერი, მე კი მარტო სულ-ხორცი მქონდა?!

გოდერძი ჩოხელი

სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...

ერთობის ახალი ტრაქტატი



”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მსგავსად ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა” (1790 წ.) შეიქმნა ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.)

- დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა,

საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი საქვეყნოდ ვაცხადებთ:
კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი - მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება”.

ტრაქტატის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სვეტიცხოველში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა და მრევლს მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.


ქეთი ბურდულის მეცადინეობით

„ბურდულების საგვარეულო კავშირი“

2000 წელს, მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ მოუწოდა საქართველოში მცხოვრებ ყველა გვარს, რომ დაირაზმოს და ჩადგეს ქვეყნის სამსახურში, რომ მივხედოთ სამშობლოს და ერთმანეთს. ღმერთი, სამშობლო და ადამიანი არის ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს უნდა ამოძრავებდესო - ბრძანა მისმა უწმინდესობამ ქადაგებისას. ამ მოწოდებას ბურდულებიც გამოეხმაურნენ... და მადლობა ღმერთს ამისათვის. წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული საგვარეულო დარბაზის ხელშეწყობით და ჩვენი მეცადინეობით, 2009 წლის 31 ივლისს, იურიდიულად დაფუძნდა ა( ა) იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“. გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულია ელგუჯა ბურდული. მოადგილედ - ქეთევან ბურდული. 25 ოქტომბერს კათოლიკოს პატრიარქმა ბურდულების გვარი დალოცა, ეს კი დიდ პასუხიხმგებლობას გვანიჭებს ჩვენ ყველას ერთად. მისი ლოცვა გვეწეოდეს მუდამ, ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას. ეს დღე, მისი უწმინდესობის ლოცვა- კურთხევა, საგვარეულო დარბაზის წარმომადგენლებმა ბ-ნმა; ა. ნაზღაიძემ, ზ. ჭუმბურიძამ, ა. არაბულმა და ლ. ფრუიძემ მოგვილოცეს. ბატონი ლევან ფრუიძის მოლოცვა: "გულწრფელად გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, რადგან კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის დალოცვა დიდი პატივია და ეს მადლი თქვენს გვარს გაჰყვება საუკუნეების განმავლობაში. დღეს საქართველო, მძიმე ძნელბედობას განიცდის. სწორედ აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა საჭიროა გვარების ორგანიზება, რომ ჩვენი რწმენისა და მამულის წინაშე ვიყოთ პირნათელი და გავაკეთოთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს....., რომ გაერთიანდეს და მიიღოს ის რწმენა, რომლითაც მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში. წინა კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში, პატრიარქმა გაახმოვანა ახალი ტრაქტატი საქართველოს ერთიანობის და ერთობისა......... დაქუცმაცებულ, ტერიტორია დაკარგულ საქართველოს მოუწოდა ყველას გავერთიანდეთ გვარებით და რწმენით. და ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას....... გვარები ერთიანდებიან, რომ სამშობლოს მიხედონ. ეს იქნება მიღწევა და ამ მიღწევისთვის დღეს დაგლოცათ პატრიარქმა... თითოეული საგვარეულო კავშირი იბრძვის, თავისი გვარის ღირსების დაბრუნებისთვის და ნებისმიერ გვარს სურს სამშობლოს სამსახურში ჩადგეს და ეს სამსახური, ვფიქრობ, რომ ერთი წლის თავზე გამოჩნდება, როცა პატრიარქის წინაშე ანგარიშით წარსდგებით, თუ რა გააკეთეთ ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ. მეორე დიდი ინიციატივაა უწმინდესისა: 2000 წელს მან მოუწოდა ქართველ ერს, რომ საქართველოში ყველა გვარი დაირაზმოს და აღსდგეს ადგილის დედა, საგვარეულო სალოცავებით და აღსდგეს ძველი ტრადიციული წესი, საგვარეულო ტყეების გაშენებისა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, თვითონ განსაჯეთ......... ეს მოძრაობა, მალე პრაქტიკულ ხასიათს შეიძენს. ასე რომ, როგორც სახარებაში სწერია - " სამკალი ბევრი არს, და მომკალი თქვენ ბრძანდებით... ორგანიზებული გვარები, საქართველოს ყოველმხრივ მოუტანენ კეთილდღეობას და მწამს და მჯერა, რომ ეს წმ. მამა ამის ნიშანსვეტი გახლავთ."

ქ. ბურდული  


ფოტოგალერეას დათვალიერება ამავე საიტზე შეძლებთ აქ

აქ შეგიძლიათ სამოყვარულო ვიდეოჩანაწერი ნახოთ ბურდულების საგვარეულო კავშირის ერთერთ ვიდეოარხზე



„ბურდულების საგვარეულო კავშირი“ის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი და ფოტოგალერეა

ბურდულთა გვარის შეკრება
ფილმზე მუშაობდნენ:
ავტორი - ალექსანდრე ნაზღაიძე
რეჟისორი - გელა ბორაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ნინო ნაზღაიძე
კონსულტანტები - ლევან ფრუიძე, ზურაბ ჭუმბურიძე, ავთანდილ არაბული
საქართველოს საგვარეულოთა კავშირი "გვარი და გვარიშვილობა"

ბურდულთა საგვარეულო კავშირი მადლობას უხდის ფილმის ავტორებს.

 


 

ბურდულები და 300 არაგველი
(ალექსანდრე ნაზღაიძისა და 
გელა ბორაშვილის მასალის მიხედვით მოამზადა ნანიკო ბურდულმა)


ფოტოგალერეა