დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

25.4.12

არაგველები შინ ბრუნდებიან... 300 არაგველი სამებიდან ლომისისკენ

       
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
სიახლენი - 2012.04.23
*********************************************************************

300 არაგველი სამებიდან ლომისისკენ აღდგომიდან მე-2, თომას კვირა.
კვირაცხოვლობა.
2012 წლის 22 აპრილი
"არაგვის ხეობაში გავრცელებული გვარის წარმომადგენლებმა საგანგებოდ მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის შექმნილი წმინდა სამასი არაგველის ხატი კვირაცხოვლების ბრწყინვალე დღესასწაულზე სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ სიწმინდე აკურთხა ,რის შემდეგაც იგი მლეთაში გადააბრძანეს. ლოცვითი მსვლელობის დროს ხატი თავდაპირველად ჟინვალში სამასი არაგველის მემორიალთან დაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.ამის შემდეგ მართმადიდებელმა მრავლმა სიწმინდე ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დააბრძანეს და ადგილობრივ მოსახლეობას საშაულება ჰქონდათ, სიწმინდე მოელოცათ. მლეთაში მისვლამდე ლოცვითი მსვლელობა კიდევ რამდენიმე წმინდა ადგილას გაჩერდა. მლეთაში სიწმინდეს უამრავი ადამიანი ელოდებოდა. სასულიერო პირებმა პარაკლისი ხატთან კიდევ ერთხელ გადაიხადეს. სიწმინდეზე,რომელიც საგანგებოდ იმისთვის დაიწერა,რომ წმინდანად შერაცხული გმირებისთვის საკუთარი სამშობლო შეევედრებინათ, წმინდა სამას არაგველთანან ერთად ერეკლე მეორეცაა გამოსახული. წმინდა მეომრების ფეხთით კი ურჩხულის ნაცვლად აღა–მაჰმად–ხანია გამოსახული. წმინდა სამასი არაგველი 1795 წელს კრწანისის ველზე სამშობლოს დასაცავად დაიღუპა. საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
_______________________
ფოტოს ავტორები:
ნანი ბურდული, ლევანი ბურდული, ნონა მჭედლიშვილი, ნათია ბურდული, ნათელა მძელური
ვიდეო www.gutani.ge