დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

26.12.09

„ბურდულების საგვარეულო კავშირი“

2000 წელს, მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ მოუწოდა საქართველოში მცხოვრებ ყველა გვარს, რომ დაირაზმოს და ჩადგეს ქვეყნის სამსახურში, რომ მივხედოთ სამშობლოს და ერთმანეთს. ღმერთი, სამშობლო და ადამიანი არის ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს უნდა ამოძრავებდესო - ბრძანა მისმა უწმინდესობამ ქადაგებისას. ამ მოწოდებას ბურდულებიც გამოეხმაურნენ... და მადლობა ღმერთს ამისათვის. წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული საგვარეულო დარბაზის ხელშეწყობით და ჩვენი მეცადინეობით, 2009 წლის 31 ივლისს, იურიდიულად დაფუძნდა ა( ა) იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“. გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულია ელგუჯა ბურდული. მოადგილედ - ქეთევან ბურდული. 25 ოქტომბერს კათოლიკოს პატრიარქმა ბურდულების გვარი დალოცა, ეს კი დიდ პასუხიხმგებლობას გვანიჭებს ჩვენ ყველას ერთად. მისი ლოცვა გვეწეოდეს მუდამ, ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას. ეს დღე, მისი უწმინდესობის ლოცვა- კურთხევა, საგვარეულო დარბაზის წარმომადგენლებმა ბ-ნმა; ა. ნაზღაიძემ, ზ. ჭუმბურიძამ, ა. არაბულმა და ლ. ფრუიძემ მოგვილოცეს. ბატონი ლევან ფრუიძის მოლოცვა: "გულწრფელად გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, რადგან კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის დალოცვა დიდი პატივია და ეს მადლი თქვენს გვარს გაჰყვება საუკუნეების განმავლობაში. დღეს საქართველო, მძიმე ძნელბედობას განიცდის. სწორედ აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა საჭიროა გვარების ორგანიზება, რომ ჩვენი რწმენისა და მამულის წინაშე ვიყოთ პირნათელი და გავაკეთოთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს....., რომ გაერთიანდეს და მიიღოს ის რწმენა, რომლითაც მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში. წინა კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში, პატრიარქმა გაახმოვანა ახალი ტრაქტატი საქართველოს ერთიანობის და ერთობისა......... დაქუცმაცებულ, ტერიტორია დაკარგულ საქართველოს მოუწოდა ყველას გავერთიანდეთ გვარებით და რწმენით. და ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას....... გვარები ერთიანდებიან, რომ სამშობლოს მიხედონ. ეს იქნება მიღწევა და ამ მიღწევისთვის დღეს დაგლოცათ პატრიარქმა... თითოეული საგვარეულო კავშირი იბრძვის, თავისი გვარის ღირსების დაბრუნებისთვის და ნებისმიერ გვარს სურს სამშობლოს სამსახურში ჩადგეს და ეს სამსახური, ვფიქრობ, რომ ერთი წლის თავზე გამოჩნდება, როცა პატრიარქის წინაშე ანგარიშით წარსდგებით, თუ რა გააკეთეთ ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ. მეორე დიდი ინიციატივაა უწმინდესისა: 2000 წელს მან მოუწოდა ქართველ ერს, რომ საქართველოში ყველა გვარი დაირაზმოს და აღსდგეს ადგილის დედა, საგვარეულო სალოცავებით და აღსდგეს ძველი ტრადიციული წესი, საგვარეულო ტყეების გაშენებისა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, თვითონ განსაჯეთ......... ეს მოძრაობა, მალე პრაქტიკულ ხასიათს შეიძენს. ასე რომ, როგორც სახარებაში სწერია - " სამკალი ბევრი არს, და მომკალი თქვენ ბრძანდებით... ორგანიზებული გვარები, საქართველოს ყოველმხრივ მოუტანენ კეთილდღეობას და მწამს და მჯერა, რომ ეს წმ. მამა ამის ნიშანსვეტი გახლავთ."

ქ. ბურდული  


ფოტოგალერეას დათვალიერება ამავე საიტზე შეძლებთ აქ

აქ შეგიძლიათ სამოყვარულო ვიდეოჩანაწერი ნახოთ ბურდულების საგვარეულო კავშირის ერთერთ ვიდეოარხზე



No comments:

Post a Comment