დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

26.12.09

ერთობის ახალი ტრაქტატი



”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მსგავსად ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა” (1790 წ.) შეიქმნა ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.)

- დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა,

საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი საქვეყნოდ ვაცხადებთ:
კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი - მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება”.

ტრაქტატის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სვეტიცხოველში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა და მრევლს მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.


ქეთი ბურდულის მეცადინეობით

No comments:

Post a Comment