დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

27.9.11

300 არაგველის ხსებენის დღე - 2011 წლის 24 სექტემბერი

... წმინდანო მოწამენო კრწანისელნო...

2011 წლის 24 სექტემბერს, წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრწანისში, 300 არაგველის ძეგლთან სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ილია მეორე 300 არაგველის მემორიალთან არაგველების და ერეკლე მეფის შთამომავლები დალოცა. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენაც. როგორც ცნობილია, „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თაოსნობით 2010 წელს დაიწერა 300 არგველის ხატი (ხატმწერი - შოთა ცინცაძე) და იგივე წელს წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისზე და ხათის კურთხევის ცერემონიას ბურდულებმა დასწრება სთხოვეს მეფე ერეკლე მეორეს შთამომავალს, ბაგრატიონების სამეფო სახლის მეთაურს ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის და სამეფო სახლის კანცლერ კახა ქორიძეს.

წელსაც კრწანისში წმინდანთა პატივსაცემად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბრძოლის ველზე გზა გაუკაფეს ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს, მისი შთამომავალი ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და კანცლერი ბატონი კახა ქორიძე 300 არაგველების შთამომავლებთან გვერდით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების მონაწილენი გახლდათ: საგვარეულო კავშირები, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“, თავადაზნაურთა საკრებულო, ჩოხოსანთა საზოგადოება და 300 არაგველის სახელობის სკოლის მოსწავლეები. ფოტომასალის ავტორები: ლევან ბურდული, ნანი ბურდული, ნათელა მძელური

ფილმი “300 არაგველი”-ს ავტორი: გელა ბორაშვილი ( იხილავთ გვერდის ბოლოს)

ბურდულების საგვარეულო კავშირი“ს გამგეობის თავმჯდომარე ელგუჯა ბურდული ბურდულებთან ერთად საგვარეულო ბაირაღის ქვეშ

*********************************************************************************
დღის ფოტოქრონიკა
******************************************************************************* **********************************************************************************
ბურდულნი - ხატისმტვირთველნი!!!
ნანი ბურდული - „ბურდულების საგვარეულო კავშირი“
ლევან ფრუიძე - სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“ ლექსო ნაზღაიძე - სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“
ნათელა მძელური
************************************************************************************

ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თხოვნით კრწანისში მოწამენი 300 არაგველი წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო ერეკლე მეორეს შთამომავალი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.

*********************************************************************************
ქეთი ბურდული - „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე
VIDEO- ფილმი “300 არაგველი”-ს ავტორი: გელა ბორაშვილი 300-aragveli di gelagti

3 comments:

  1. LEVAN LOMISELISeptember 24, 2013

    ხატებითა და დროშებით სიარული კარგია, მაგრამ ვის საფლავზე დადიხართ იცით! არაგველების საფლავები უკვე აღარ არსებობს! 2006 წელში ამოთხარეს, რამდენიმე თვითმცლელით გაზიდეს და გაჩიანთან მტკვარში ჩაყარეს სიცილ-ხორხოცით "მოძმე" თათრებმა ე.წ. აზერბაიჯანელებმა, საფლავზე კი საელჩო წამოგვიჭიმეს!!! იარეთ ხმალ-ხანჯლით ვაჟკაცno, შეურაწყოფა რომ არავინ მოგაყენოთ!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი ბურდულიSeptember 25, 2013

      Levan Lomisel- ს
      თქვენს კომენტარს პროვოკაციის სუნი უფრო უდის , ვიდრე გულშემატკივრისა.
      საპასუხოდ კი, გია არგანაშვილის მოსაზრებას მოგწერთ;
      "ცნობილია, რომ სამას არაგველს კრწანისის ველზე ორმოცდაათი ბოლნისელი თათარი შეუერთდა და მათთან ერთად დადვეს თავი სასიკვდილოდ... კარგი იქნება არაგველებთან ერთად მათი გახსენებაც, რადგან მათი ღვაწლი არანაკლებია (თუ მეტი არა) სხვა მეომრებთან შედარებით. ისინი ხომ შეძენილი (და არა ბუნებითი) პატრიოტიზმის ხარჯზე ებრძოდნენ თავიანთ თანამოძმეებს, შეძენილი სამშობლოს დასაცავად..."

      Delete
    2. ქეთი ბურდულიSeptember 26, 2013

      Levan Lomisel- ს

      _ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ძველ ისტორიულ ტერიტორიაზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით კერძო პირი აპირებდა თანამედროვე ტიპის სასტუმროს აშენებას. მრევლის პროტესტის მიუხედავად, ვერაფრით აჩერებდნენ ამ მშენებლობას. ტაძრის წინამძღვარი, ბესარიონ მენაბდე იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც ტაძარში შევდივარ, იმდენჯერ თითქოს გულში ხანჯალი მესობაო. შემდეგ ბატონმა იულიონ გაგოშიძემ, რომელიც წმ. ნიკოლოზის ტაძრის მრევლი გახლავთ, ამ ტერიტორიაზე ძვლებს მიაგნო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა, საქმის სასიკეთოდ შემობრუნებაში - სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. მახსოვს, ამ დროს ქალბატონმა მარიამ ყიფიანმა ხატოვნად თქვა: ყველანაირი ადამიანური ძალა რომ ამოგვეწურა, არაგველებმა ამ დროს თავიანთი ძვლები გააშიშვლეს და თავი ასე დაიცვესო.
      http://lomisasi.jimdo.com/300-არაგველი/ინტერვიუ-ხატმწერ-შოთა-ცინცაძესთან/

      Delete