დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

25.9.10

300 არაგველის ხატი - ბურდულების ხორცშესხმული იდეა - 1

300 არაგველის ხსენების დღე
 
11 სექტემბერი  სულთმოფენობიდან    მე-18 შვიდეული. პარასკევი 24 სექტემბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

წმიდათა მოწამეთა კრწანისის ბრძოლაში მომწყდართა 300 არაგველთა, სამღვდელოთა და საეროთა (1793).ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორესი და დიდიმოსი, ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938).
 


24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება. 1795 წლის ომში დაღუპულებთა ხსოვნის პატივსაცემად პატრიარქმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ილია მეორე 300 არაგველის მემორიალთან მივიდა და არაგველების შთამომავლები დალოცა. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენაც.


Imedi TV

300 არაგველის ხატის დაწერის იდეა ბურდულებს ეკუთვნის

ხატმწერი - შოთა ცინცაძე
ხატმწერის ნამუშევრები ნახეთ აქ
 

არაგვის ხეობაში დაწერილი ხატი თბილისს მობრძანდება.
მას ამ გზაზე დაასვენებენ სვეტიცხოვლის ტაძარში, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და 
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში

სვეტიცხოველი




 












- მეფევ ბატონო, ნუ მიწყენ და შეიძლება რამოდენიმე შეკითხვას მოგცემთ?- ვინ ხარ?
- არაგველი ვარ, შავი არგვის ხეობიდან, გუდამაყრელი...

- რას ითხოვ?
- რას იტყვით კრწანისზე, მეფევ ბატონო?
- რა მეთქმის?... გამყიდეს... მაშინ 5 ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე. ჩემს დასაფლავებაზე კი 20 ათასი იყო მოსული.
- მეფევ ბატონო, რამდენი წლის ბრძანდებოდით კრწანისის ომში?
- სამოცდათხუთმეტის...
- ახლა, ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე?
- მა ვისზე ვიფიქრო, ბალღოო?
- არაგველების საძებნელად გამომგზავნეს გუდამაყრიდან.
- წადი, კრწანისში არიან.
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მეფევ ბატონო...
"აღდგომა", გოდერძი ჩოხელი



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი



















"წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან - კრწანისის ველისაკენ"



გაგრძელება იხილეთ აქ

ფოტოს ავტორები: ქეთი ბურდული, ნანი ბურდული, ნათელა მძელური

No comments:

Post a Comment