
ჩვენთვის, ბურდულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე.
ეს ხატი ბურდულების გვარის იდეით, ინიციატივით, ორგანიზებით და ღვთის შეწევნითა და კურთხევით დაიწერა ხატმწერ შოთა ცინცაძეს მიერ.
ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთელი მთიულეთის გვარები გაერთდიანდნენ ამ იდეის გარშემო და ხატის დაწერაში მონაწილეობა მიიღეს.
სწორედ ეს ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
წელიწადზე მეტი ველოდით ამ ხატის დაწერას.
ეს არის 300 არაგველის პირველი ხატი, მსგავსი ჯერ არ არსებულა, სწორედ ამიტომ დასჭირდა ხატის დაწერას ამდენი დრო.
ეს არის 300 არაგველის პირველი ხატი, მსგავსი ჯერ არ არსებულა, სწორედ ამიტომ დასჭირდა ხატის დაწერას ამდენი დრო.
ხატის დაწერა ორი კვირის წინ დასრულდა. იგი ჯერ სვეტიცხოველსში დავაბრძანეთ, შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სამებისთვის შეწირვა კი სიმბოლურად დავამთხვიეთ 300 არაგველის ხსენების დღეს.
ერეკლე მეფის შთამომავალიც, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს გვერდით იყო.
ნანი ბურდული
ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე - 300 არაგველის ხატის დაწერის იდეის სულისჩამდგმელი
"საქართველოს საგვარეულო კავშირი - გვარი და გვარიშვილობა"
ლევან ფრუიძე (პროფესორი, ეთნოგრაფი), ლექსო ნაზღაიძე (ეთნოგრაფი),
ლევან ფრუიძე (პროფესორი, ეთნოგრაფი), ლექსო ნაზღაიძე (ეთნოგრაფი),
300 არაგველის ხატის დაწერის საქმეში საგვარეულო კავშირების ჩართვის იდეატორი

ნანი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-წევრი და
300 არაგველის ხატის დაწერის ერთერთი ორგანიზატორი






ნანი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-წევრი და
300 არაგველის ხატის დაწერის ერთერთი ორგანიზატორი

კრწანისის ველი - ხატის მოლოდინში





- არაგველებო! არაგველებო!
სადა ხართ, არაგველებო? სადა ხართ, სად?
- აქეთ წამოდი, შვილო, აქეთ... აქეთ...
- არაგველებო!
სადა ხართ, არაგველებო?
არაგველებო!
ქართველებო!
არაგველებო!
ჰე,ჰე,ჰე, ჰეეეე!
სადა ხართ, არაგველებო?
"აღდგომა", გოდერძი ჩოხელი
სათაყვანო მეფისა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი.
„ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თხოვნით 300 არაგველის ხატის კურთხევის და კრწანისში მოწამენი წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო ერეკლე მეორეს შთამომავალი, ბაგრატიონების სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.
დასაწყისი იხილეთ აქ
